ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ქალთა მიმართ ძალადობის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი თბილისში ფიქსირდება

გაეროს ქალთა ორგანიზაციამ (UN Women) ქალთა მიმართ ძალადობის ახალი ეროვნული კვლევის შედეგები წარმოადგინა, რომლის მიხედვითაც ქალზე ძალადობის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი თბილისსა და სამცხე–ჯავახეთშია, ინფორმაციას “სამხრეთის კარიბჭე” ავრცელებს.

კვლევის თანახმად, თბილისში ქალთა მიმართ სექსუალური ძალადობის 4%, ფიზიკური – 8%; ემოციური -20; ნებისმიერ სახის – 20% ფიქსირდება.

სამცხე-ჯავახეთში ქალთა მიმართ სექსუალური ძალადობის – 1%; ფიზიკური – 7%; ემოციური -21% ნებისმიერ სახის – 21% ფიქსირდება.

კვლევის მიხედვით ვლინდება, რომ  ქალზე ძალადობის ყველაზე დაბალი მაჩვენებელი გურიასა და აჭარაშია.

“ქალთა მიმართ ძალადობის ეროვნული კვლევა საქართველოში 2017” გაეროს ქალთა ორგანიზაციამ და საქართველოს სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა ერთობლივად ჩაატარა.

კვლევა ჩატარდა პირისპირ ინტერვიუების მეშვე¬ობით. საქართველოს მასშტაბით შერჩეული საველე პერსონალის რაოდენობამ შეადგინა 181 ადამიანი, მათ შორის 22 რეგიონული ზედამხედველი და 159 ინტერვიუერი. საველე სამუშაოები დაიწყო 2017 წლის 14 აგვისტოს და დამთავრდა 2017 წლის 29 სექტემბერს. მთლიანობაში, კითხვარი შეავსო 15-დან 64 წლის ასაკის 6006-მა ქალმა და 1601-მა კაცმა.

გამოკითხული ქალების 22%-ს და კაცების 31%-ს მიაჩნია, რომ ქალის ცემა გარკვეულ გარემოებებში გამართლებულია.

იტვირთბა....