ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა საზოგადოება

ტომაზ დე მაიზერი: “ვიზალიბერალიზაციას, შესაძლოა, მართლაც დაემუქროს საფრთხე”

გერმანიის შინაგან საქმეთა მინისტრმა ტომაზ დე მაიზერმა ჟურნალისტებს ბრიუსელში განუცხადა, სადაც შს მინისტრების დონეზე ევროკავშირის საბჭოს სხდომა მიმდინარეობდა, რომ  ვიზალიბერალიზაციას, შესაძლოა, მართლაც დაემუქროს საფრთხე

შეხვედრაზე გერმანია საქართველოს მოქალაქეების მიერ ევროკავშირის/შენგენის ზონაში უვიზოდ მიმოსვლის წესების დარღვევის საკითხის დაყენებას აპირებს.

„ვაპირებ დავაყენო საკითხი, რომელიც საკმაოდ პრობლემატურია, რადგანაც ვიზალიბერალიზაციას, შესაძლოა, მართლაც დაემუქროს საფრთხე. ევროპამ ყველაფერი უნდა გააკეთოს რომ ეს არ მოხდეს. საჭიროა მასშტაბური ჩარევა. კონკრეტული თარიღები უნდა დასახელდეს, რომ თავშესაფრის მსურველებს დროული პასუხები ჰქონდეთ“, – განაცხადა გერმანიის შს მინისტრმა.

გერმანიის შინაგან საქმეთა მინისტრის კომენტარის ქართულ თარგმანს ტელეკომპანია „იმედი“ ავრცელებს.

იტვირთბა....