ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

118 არასამთავრობო პალამენტს გენედერულ კვოტირებასთან დაკავშირებით კანონპროექტის მიღებას სთხოვს

118 არასამთავრობო ორგანიზაცია პარლამენტსა და ადგილობრივ თვითმმართველობებში ქალების კვოტის გაზრდას ითხოვს. კანონპროექტი საპარლამენტო და ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე, პარტიებსა და ბლოკებს დაავალდებულებს, რომ პარტიული სიებში ყოველი მეორე, განსხვავებული სქესის კანდიდატი წარადგინონ.

სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების” აღმასრულებელი დირექტორი მიხეილ ბენიძე ვალდებულებებს განმარტავს:

„118 არასამთავრობო ორგანიზაცია მოუწოდებს პარლამენტს, რომ მიიღოს კანონპროექტი გენდერულ კვოტირებასთან დაკავშირებით. მოეთხოვებათ, როგორც საპარლამენტო, ასევე თვითმმართველობის არჩევნებზე წარადგინონ ყოველი მეორე განსხვავებული სქესის ადამიანი, ხოლო იმ შემთხვევაში თუ რომელიმე გამოაკლდება საკრებულოს ან პარლამენტს იმავე სქესით რომ ჩანაცვლდეს “- აცხადებს ”სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების” აღმასრულებელი დირექტორი მიხეილ ბენიძე.

იტვირთბა....