ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

დარღვევისას დაჯარიმდება არა ავტომანქანის მინდობილობით მფლობელი, არამედ პირი, ვის სახელზეც ავტომანქანაა რეგისტრირებული

საგზაო მოძრაობის წესების დარღვევის შემთხვევაში დაჯარიმდება არა ავტომანქანის მინდობილობით მფლობელი, არამედ ის პირი, ვის სახელზეც ავტოსანტრანსპორტო საშუალებაა რეგისტრირებული, – ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთობლივი ოპერაციების ცენტრის დირექტორმა გიორგი არსოშვილმა ტელეკომპანია “იმედის” ეთერში განაცხადა.

მისი თქმით, მძღოლები, რომლებსაც ანდეს მანქანა, მაქსიმალურად მობილიზებულები უნდა იყვნენ, რათა არ დაარღვიონ საგზაო მოძრაობის წესები.

„ერთი მნიშვნელოვანი სიახლე, რასაც ხაზი მინდა გავუსვა, გახლავთ შიდა ტრანზიტული ნომრები. შიდა ტრანზიტულ სანომრე ნიშნებზე ხდება ასევე ფოტო-ვიდეო დაჯარიმება. ასე რომ, ნებისმიერი მძღოლი, ვინც მართავს შიდა სატრანზიტო სანომრე ნიშნით ავტოტრანსპორტს, უნდა იყოს მაქსიმალურად მობილიზებული, რომ დაიცვას საგზაო მოძრაობის წესები და თავიდან აირიდოს ფოტო-ვიდეო დაჯარიმება“, – განაცხადა გიორგი არსოშვილმა.

იტვირთბა....