ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

თბილისში ავტოსატრანსპორტო საშუალებით გარევაჭრობა 1000 ლარით დაჯარიმდება

თბილისის მერიის ზედამხედველობის სამსახურის უფროსმა გიორგი ბაგრატიონმა “რადიო პალიტრასთან” საუბრისას აღნიშნა, რომ თბილისში ავტოსატრანსპორტო საშულებით გარევაჭრობისთვის მოვაჭრე 1000 ლარით დაჯარიმდება.

ბაგრატიონის თქმით, გარევაჭრობაზე ჯარიმები სხვადასხვა შემთხვევაში განსხვავებული იქნება.
“როცა გარევაჭრობას ვეხებოდით, არ ჰქონდა მნიშვნელობა ეს იყო ფიზიკური პირი, რომელიც მცირე პროდუქციით ვაჭრობდა, თუ პირი, რომელიც მოძრავი, მისაბმელი კონსტრუქციის მაგვარი საშუალებით ვაჭრობდა. ჩვენ ვაპირებთ ამის ჩაშლას, რომ ყველასთან ერთანირი მიდგომა არ იყოს, საჯარიმო სანქციებიც განსხვავებული იქნება. როცა დარღვევას ვნახავთ, მათ დაჯარიმებას ადგილზევე მოვახდენთ. საკრებულოს აქვს დადგენილება მიღებული, თუ სად არის აკრძალული გარევაჭრობა და ჩვენ ამას უფრო გავამკაცრებთ“–
აცხადებს ბაგრატიონი.

მისი თქმით, გარევაჭრობისთვის დაწესებული 20-ლარიანი ჯარიმა 100 ლარამდე გაიზრდება, განმეორებითი შემთხვევებისთვის დაწესებული 100-ლარიანი ჯარიმის ოდენობა 500 ლარამდე აიწევს: „ჩაშლის შემთხვევაში კი, მისაბმელ ავტოსატრანსპორტო საშუალებებით ვაჭრობისთვის ჯარიმა დაახლოებით, 1000 ლარი იქნება“- თქვა გიორგი ბაგრატიონმა.

გიორგი ბაგრატიონის განმარტებით, ავტოსატრანსპორტო საშუალებებით გარე ვაჭრობის მთლიანად აკრძალვას არ აპირებენ და ამისთვის შესაბამისი ლოკაციები გამოიყოფა.
თბილისში გარევაჭრობაზე ჯარიმების გაზრდასთან დაკავშირებით ცნობილი თბილისის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე გახდა.

იტვირთბა....