დაავადებათა კონტროლის ცენტრში C ჰეპატიტის ელიმინაციის მეხუთე ეროვნული სამუშაო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრაზე C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის მიღწევებზე, გამოწვევებსა და პროგრამის კიდევ უფრო გაუმჯობესების გზებზე ისაუბრეს.
მინისტრ დავით სერგეენკოს განცხადებით, 100 ათასი მოქალაქეა, ვინც ჯერ კიდევ არ იცის, რომ C ჰეპატიტი აქვს. სწორედ ამიტომ მინისტრი მოუწოდებს ყველას, უფასო სკრინინგში ჩაერთონ და მკურნალობის ეტაპები გაიარონ.
„ჩვენი გათვლებით, დარჩენილია 100 ათასი ადამიანი, რომელმაც არ იცის, რომ ეს დაავადება აქვს და ამიტომ, დიდი მნიშვნელობა აქვს, ერთი მხრივ, საინფორმაციო კამპანიას და ასევე, რაც ყველაზე პრაგმატულია ე.წ. სკრინინგულ კვლევებს“,- განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ.