ინტერნეტსივრცეში გავრცელდა რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის მხარდასაჭერი კლიპი. მასში რუსული ესტრადის მომღერლები მონაწილეობენ, მათ შორის არიან ქეთა თოფურია და გრეგორი ლეფსი.
მომღერლები რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნებში პუტინს მხარს უჭერენ. ვიდეოს აღწერაში წერია: „ეს არის სიმღერა იმაზე, რაც მთავარია – იყო ძლიერი გუნდში და მის ნაწილად გახდომა არასდროსაა გვიან“.
რამდენიმე დღის წინ ქეთა თოურიამ საკუთარ “ინსტაგრამის” გვერდზე ფოტო განათავსა, სადაც საზოგადოებას რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნებზე მისვლისკენ მოუწოდებდა. ამ ფაქტმა საქართველოში საზოგადოების დიდი ნაწილის გაღიზიანება გამოიწვია.