ვიზალიბერალიზაციის დაკარგვის საფრთხეებზე, „მეტრონომს“ „ რესპუბლიკური“ პარტიის წევრი ლევან ბერძენიშვილი ესაუბრა და აღნიშნა, რომ ამ ეტაპზე უვიზო მიმოსვლის გაუქმების საკითხი დღის წესრიგში არ დგას.
„ვიზალიბერალიზაციის დაკარგვის საფრთხე ჯერ არ არის. არსებობს ორი საკითხი რომელიც ამ მომენტს განსაზღვრავს. ესაა დარღვევების რაოდენობა – რამდენი მოქალაქე დაარღვევს იმ წესებს რომელიცაა დადგენილი და მეორე – რანდენი მოქალაქე მიმართავს უცხოეთს თავშესაფრისთვის.
ეს ორი საკითხი რისკის ფაქტორია. სამწუხაროდ ძალიან ბევრმა მოქალაქემ მიმართა უცხოეთს თავშესაფრისთვის. ეს რიცხვი იმიტომაა მაღალი, რომ საქართველოში ცხოვრების დონე არ გაუმჯობესდა, პირიქით გაუარესდა და მოქალაქეები გარბიან ქვეყნიდან. ასეთ შემთხვევაში ჩვენ მივიღეთ პასუხი, რომ ისინი არ მიიღებენ თავშესაფარს. მაგალითად გერმანიამ 700 მოქალაქის მოხსენებიდან მხოლოდ ორს მისცა თავშესაფარი, პრაქტიკულად 100% უთხრა უარი თავშესაფრის მიღებაზე.
იმ ადამიანებს ვისაც გერმანიამ თავშესაფარზე უთხრა უარი, შენგენის ზონაშიც არ შეუშვებენ. ამ ნაწილის მოგვარებაბევრნაირად შეიძლება, მაგალითად კანონმდებლობით. მესმის რომ ესაა ხელისუფლების ბრალი, ისინი ვერ ასაქმებენ ხალხს, მაგრამ უცხოეთი ჩვენს პრობლემებს არ გადაწყვეტს. ამის გამო ვიზალიბერალიზაციის შეფერხება აღარ დაიწყება. ამაზე უკვე მოვილაპარაკეთ. არცერთ ქვეყანას არ მიუღია ის გადაწყვეტილება, რომ ვიზალიბერალიზაცია შეჩერდეს. ეს პრობლემა 27 ქვეყანამ უნდა განიხილოს, მაგრამ ასეთი პრობლემა არ გვაქვს. თუმცა თუ ეს ქმედებები გაგრძელდება და ქართველი მოქალაქეები კვლავ მიმართავნ თავშესაფრის მოთხოვნით გერმანიას, პრობლემები გამწვავდება. საქართველოს არ აქვს ისეთი რაოდენობით დარღვევები, რომ ეს ჩვენთვის სერიოზული პრობლემა იყოს. დაღვევები არის და დამრღვევი 30 ქვეყნის სიაში, საქართველო 30-ე ადგილზეა.
არის კიდევ ერთი იმიჯური პრობლემა. ჩვენ გვაქვს ძალიან ცუდი სახელი გერმანიასა და საფრანგეთში. კრიმინალი ყველგანაა, მაგრამ ჩვენ ვართ ცუდი და ხმაურიანი კრიმინალები, თუ რაიმე გაუთოვება, სხეიულის რაიმე ნაწილის მოჭრაა და თუ კრიმინალში რამე უბინძურესია, მაინც და მაინც ქართველებს უკავშირდება. გერმანიის შინაგან საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, რომ არსებობებ ღირსეული ქართველები, რომლებიც არ უნდა დაიჩაგრნონ უღირსი ქართველების გამო. ეს არის პირველი სწორი წინანდება, რადგან იმის თქმა რომ ქართველი სხვის კრიმინალზე უარესია სისულელეა, მათ სულ არ უნდათ სამშობლო, გადასარევად არიან ერთმანეთში. უცხოეთში ქართველი არასდროს არაა მარტო და მათ კავშირი აქვთ გერმანულ პოლიციასთან, ამაზე საუბარი კი შორს წაგვიყვანს.
საბოლოოდ ამ მხრივ პრობლემა არ გავქვს მთავარია ჩატარდეს საიმიჯო სამუშაოები“ – განაცხადა ლევან ბერძენიშვილმა.