უვიზო მიმოსვლის გაუქმება არც ისე რეალური პრობლემაა – ასე ეხმაურება „მეტრონომთან“ საუბრისას ვიზალიბერალიზაციასთან წარმოქნილ პრობლემებს პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე.
„საფრთხე ძალიან ძლიერი სიტყვაა. თუ დავკარგავთ ვიზალიბერალიზაციას, დავბრუნდებით იქ სადაც ვიყავით. ეს ერთგვარი პოლიტიკური შინაარსის მატარებელი იქნება და მიგვანიშნებს, რომ ევროპა არ გვენდობა. უვიზო მიმოსვლის გაუქმება არც ისე რეალური პრობლემაა. საკითხი წამოწიოა რამოდენიმე დასავლელმა პოლიტიკოსმა, როგორც განსახილველი თემა“ – განაცხადა რამაზ საყვარელიძემ.
საყვარელიძემ, ასევა განმარტა ის მიზეზები თუ რატომ მივედით ამ დონემდე და განაცხადა, რომ მთავარი პრობლემა მიგრანტების მიერ ჩდენილი კრიმინალური დანაშაულია.
„აქამდე მიგვიყვანა ორმა მიზეზმა. ესაა კანონის მიმართ უპატივცემულობამ და იმ კრიმინალურმა დაჯგუფებებმა , რომლებიც აყაჩაღებენ იქაურ მაცხოვრებელს. ჩვენ მეორე დღეს ვგებულობთ, რომ დაიჭირეს ქართველთ მთელი ჯგუფები. კრიმინაური მომენტები ბევრია და შიში მიგრანტების მიერ დანაშაული ჩადენისა გავრცელდა ჩვენს ქვეყანაზეც“ – განაცხადა პოლიტოლოგმა რამაზ საყვარელიძემ.