ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

გვარამია: “ეკლესია პროდასავლურ და შოუბიზნესი რუსიფიკაციის გზას დაადგა”

“რუსთავი 2”-ის გენერალური დირექტორი სოციალური ქსელში წერს, რომ ეკლესია პროდასავლურ გზას დაადგა, ხოლო შოუბიზნესი რუსიფიკაციისა და დეგრადირების გზაზეა.

“ამასობაში, ეკლესია დაადგა პროდასავლური პროგრესის გზას და შოუბიზნესი სრულიად სამარცხვინო რუსიფიკაციის დეგრადაციას”, – წერს გვარამია.

შეგახსენებთ, რომ რუსეთში მყოფმა ქართველმა მომღერალმა რუს მოქალაქეებს არჩევნებში წასვლისკენ მოუწოდა. გარდა ამისა, მან “ინსტაგრამზე” დაწერა, რომ თუ პუტინი არ იქნება რუსეთის პრეზიდენტი საქართველოსთვის უარესი იქნება.

გარდა ამისა, აგრეთვე რუსეთში მოღვაწე ქართველმა მომღერალმა დათო ხუჯაძემ ტელეკომპანია “იბერიის” ეთერში განაცხადა, რომ 2008 წელს საქართველოსთვის ტერიტორიები პუტინს არ წაურთმევია.

წმინდა სინოდის გავლენიანი მღვდელმთავრები საქართველოში აკრედიტებულ ელჩებს დახურულ კარს მიღმა შეხვდნენ. პატრიარქის ქორეპისკოპოსი იაკობი, ფოთელი მიტროპოლიტი გრიგოლი და კიდევ რამდენიმე სასულიერო პირი დღეს ბრიტანეთის საელჩოში ელჩებს ხვდებოდნენ.

საუბრის მთავარი თემა რუსული პროპაგანდის და რუსული საფრთხეების განეიტრალება იყო.

იტვირთბა....