თბილისის ვიცე-მერის ირაკლი ხმალაძის განცხადებით, უკანონო გარევაჭრობის გამოვლენის გარემოვაჭრეს გაზრდილი ჯარიმის გადახდა და ადგილის დატოვება მოუწევს.
“ეს ინიციატივა უნებართვო გარევაჭრობაზე ჯარიმის გაზრდას ითვალისწინებს. იმისთვის, რომ გარევაჭრობა აღიკვეთოს, ერთი მხრივ, საჯარიმო სანქციების გამკაცრებაა საჭირო და, მეორე მხრივ, უფრო ეფექტური ზედამხედველობის განხორციელება.
დედაქალაქის მერისგან მივიღე დავალება, რომ მოხდეს ზედამხედველობის სამსახურის თანამშრომლების გადამზადება, ზოგადად ზედამხედველობის სამსახურის რეფორმირება და საჭიროების შემთხვევაში მათი რესურსის გაზრდაც, იმისთვის, რომ უფრო ეფექტური შედეგები მივიღოთ ქალაქის იერსახის დაცვასთან დაკავშირებით. ჩვენ ვსაუბრობთ სამართალდარღვევაზე და განმეორებით შემთხვევაში ჯარიმა მეტი იქნება. არსებობს ვაჭრობის ფართები, თუმცა მაინც ხდება ლოკაციებზე თვითნებურად განთავსება და უნებართვოდ ვაჭრობა, შესაბამისად ეს აუცილებლად უნდა აღიკვეთოს”,- განაცხადა ირაკლი ხმალაძემ.