ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ “მაგთის“ და “ჯეოსელს“ დარღვევები აღმოუჩინა

გავრცელებული ინფორმაციით, „მაგთიკომი” და „ჯეოსელი” კონსოლოდირებულ ტენდერში მონაწილე ორგანიზაციებს და უწყებებს დაბალი, დემპინგური ფასებით ემსახურებოდნენ. ინფორმაციას  “პირველი არხი“ ავრცელებს.

კომუნიკაციების ეროვნული კომისიის ინფორმაციით, კონსოლიდირებული ტენდერის მომსახურების ფარგლებში 2017 წელს „მაგთიკომის“ შემთხვევაში, ზარალმა 32 204 577 ლარი შეადგინა, ხოლო „ჯეოსელის“ შემთხვევაში  – 7 781 581 ლარი იყო. ამ ზარალს კომპანიები სხვა წყაროებიდან აბალანსებდნენ.

მარეგულირებელი კომისია ელექტრონული კომუნიკაციის შესახებ კანონის და კომისიის გადაწყვეტილებების დარღვევაზე მიუთითებს. თუმცა, კომპანიების თხოვნით, საკითხის განხილვა 15 მარტამდე გადაიდო. დარღვევის დადასტურების შემთხვევაში, „მაგთიკომს” და „ჯეოსელს” გაფრთხილება მიეცემა.

იტვირთბა....