ASSOCIATED PRESS-ის ინფორმაციით, ჩრდილოეთ კორეა მზად არის, რომ ბირთვული პროგრამა შეწყვიტოს და მოლაპარაკების მაგიდას მიუჯდეს.
ჩრდილოეთ კორეის წარმომადგენლის თქმით, ფხენიანი მზად არის შეწყვიტოს ბირთვული პროგრამა თუ ქვეყანა უსაფრთხოების გარანტიებს მიიღებს და ამერიკასთან ურთიერთობას დაარეგულირებს.
აპრილის დასასრულს ჩრდილოეთ და სამხრეთ კორეის ლიდერების შეხვედრა იგეგმება.