რუსეთის პატრიარქ კირილისგან ილია მეორემ ტატუნაშვილის საქმეზე საპასუხო წერილი მიიღო. წერილი საპატრიარქოს ვებ-გვერდზეა განთავსებული.
„თქვენს მიერ 2 მარტს გამოგზავნილ წერილზე პასუხად, რომელშიც თქვენ დახმარებას ითხოვდით არჩილ ტატუნაშვილის ქართული მხარისთვის გადაცემის საკითხში, მსურს გაცნობოთ, თქვენი წერილის მიღებისთანავე ჩვენ ამ შემთხვევაში აუცილებელ ყველა ზომას მივმართეთ. ადგილობრივმა ხელისუფლებამ დაგვარწმუნა, რომ მზად არიან ცხედარი უახლოეს დროში გადასცენ, როგორც კი გამოძიების ფარგლებში მიმდინარე კრიმინალისტიკური ექსპერტიზის შედეგებს მიიღებენ.
ტატუნაშვილის ცხედრის ქართული მხარისთვის გადაცემა წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის მისიის შუამავლობით იგეგმება“, – ნათქვამია პატრიარქ კირილის წერილში.