ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ქართულმა არასაფინანსო კომპანიამ 300 მილიონი დოლარის საერთაშორისო ობილიგაციები გამოუშვა

საქართველოს ისტორიაში, პირველად არასაფინანსო ქართულმა კომპანიამ “საქართველოს კაპიტალი” 300 მილიონი დოლარის ღირებულების საერთაშორისო ობლიგაციები გამოუშვა. ამის შესახებ ინფორმაციას BGEO Group-ი ავრცელებს.

BGEO Group-ის საინვესტიციო ბიზნესის ჰოლდინგური კომპანია „საქართველოს კაპიტალი“ სავარაუდოდ, ირლანდიის საფონდო ბირჟაზე განათავსებს ობლიგაციებს.

როგორც კომპანიაში განმარტავენ, ობლიგაციების სარგებელი 6.125%-ია, ხოლო ვადა 6 წელი. ფასიანი ქაღალდების გარიგება 2018 წლის 9 მარტს დასრულდება.

იტვირთბა....