aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი სპორტი

“ჩემპიონთა ლიგა” – პარიზში “რეალს” ელოდებიან

aviabiletebi
ავიაბილეთები

დღეს უეფას “ჩემპიონთა ლიგის” მეთექვსმეტედფინალური ეტაპის განმეორებითი მატჩები გაიმართება. ყველაზე დიდ ინტერესს პარიზში გასამართი შეხვედრა იწვევს, “სენ ჟერმენი” მადრიდის “რეალს” დაუპირისპირდება.

პარიზელებს დღევანდელ თამაშში ბრაზილიელი ნეიმარი დააკლდებათ. მადრიდელებს დაშავებულები არ ყავთ, მაგრამ ტრავმა ახალი მოშუშებული აქვთ ტონი კროოსსა და ლუკა მოდრიჩს და ისინი სავარაუდო შემადგენლობაში არ ფიგურირებენ.

შეგახსენებთ, რომ წინა მატჩი მადრიდელებმა 3:1 მოიგეს.

დღის მეორე მატჩში “ლივერპული” “პორტუს” დაუპირისპირდება. ეს შეხვედრა ფორმალობადაა ქცეული, რადგან პორტუგალიელებმა სახლში წინა თამაში 0:5 წააგეს.

იტვირთბა....