ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

მეჭიაური: “რუსეთთან ღია დაპირისპირება ქვეყანას კატასტროფამდე მიიყვანს”

პარტია “ერთიანი საქართველოსთვის” და თიანეთის მუნიციპალიტეტის მერი თამაზ მეჭიაური „მეტრონომთან“ აცხადებს, რომ რუსეთთან რადიკალური  დამოკიდებულების მომხრე არაა.

„მე არ ვარ რადიკალური შეფასებების მომხრე. რუსეთთან ურთიერთობის დროს გვქონდა ძალიან ბევრი დადებითი და უარყოფითი პერიოდები. იყო დრო, როცა რუსეთთან ურთიერთობა დადებითად აისახა ჩვენი ქვეყნის კეთილდღეობაზე, მაგალითად მეფის რუსეთის ომების დროს, ისინი ამარცხებდნენ თურქეთს და ჩენც ვსარგებლობდით ამით  და რაღაც ნაწილი რომელიც მიტაცებული ჰქონდა თურქეთს, ჩვენი ტერიტორიის  დავიბრუნეთ. თუმცა იყო მეორე მხარე, როცა რუსეთისგან გათავისუფლება მოვინდომეთ უცებ აამოქმედა ის ნაღმები, რომლებიც ჩამალული ჰქონდა, თუნდაც  ცხინვალის რეგიონსა და აფხაზეთში, რომელიც ჩვენ წინააღმდეგ გამოიყენა.

ასე, რომ რუსეთთან ურთიერთობის დადებითი და უარყოფითი ეტაპები გვქონია, მაგრამ სჯობს მოინახოს ის ოქროს შუალედი, რომელიც მათთან  უფრო კონსტრუქციული  ურთიერთობების რეჟიმში გადაგვიყვანს.

რაც არ უნდა დიდი იმედები გვქონდეს დიდი ბლოკების გაერთიანების, რუსეთთან ღია დაპირისპირება კატასტროფული შედეგებამდე მიიყვას ჩვენ ქვეყანას“ – განაცხადა თამაზ მეჭიაურმა.

მეჭიაურმა ასევე ყურადღება გაამახვილა ტატუნაშილის საქმეზეც და აღნიშნა, რომ ესაა უდიდესი კატასტროფა ჩვენი ქვეყნისთვის.

„მთლიანობაში აღშფოთება უნდა არსებობდეს. პროტესტი ნაკლებად ეკუთვნით საქართველოს მთავრობას, მიუხედავად  იმისა, რომ ზოგიერთ ნაწილში,  მათ მიმართ კრიტიკული დამოკიდებულება მაქვს,  ამ მხრივ ხელისუფლება სხვას ვერაფერს გააკეთებდა, მათ ომს ვერ გამოუცხადებდა.

ტატუნაშვილის გარდაცვალება არა მარტო მისი ოჯახისთვის, არამედ მთელი ქვეყნისთვის უდიდესი ტრაგედიაა, მაგრამ ხელისუფლება რუსეთის მიმართ  სპეცოპერაციებს ვერ ჩაატარებდა, თუნდაც იმიტომ, რომ ამას გაცილებით მეტი მსხვერპლი მოყვებოდა“- განაცხადა თიანეთის მუნიციპალიტეტის მერმა, თამაზ მეჭიაურმა.

იტვირთბა....