ახალი ამბები მთავარი

პროსტიტუციაში არასრულწლოვნის არაძალადობრივი მეთოდით ჩაბმა დასჯადი გახდება

არასრულწლოვნის არაძალადობრივი მეთოდით ჩაბმა პროსტიტუციაში სისხლის სამართლებრივი წესით დასჯადი გახდება, –  ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა განაცხადა.  მინისტრი განმარტავს, რომ აღნიშნული ცვლილება ბავშვებს ამგვარ საქმიანობაში ჩაბმისგან დაიცავს.

გარდა ამისა, წულუკიანი სხავდასხვა გასართობი დაწესებულებების მმართველებს მოუწოდებს, რომ  ცვლილება მხედველობაში მიიღონ.

„სისხლის სამართლებრივი წესით დასჯადი გახდება არასრულწლოვნის პროსტიტუციაში ჩაბმა, მისი წაქეზება და ამ საქმიანობაში ჩაბმა არაძალადობრივი მეთოდებით. დღეს სისხლის სამართლის კოდექსი ითვალისწინებს ბავშვის პროსტიტუციაში ჩაბმას, თუ ეს კეთდება ძალადობით, მაგრამ თუ ეს არ კეთდება ძალადობით, მაგალითად, მათ შორის, ჩვენს დედაქალაქში კლუბებში, ბარებში ხდება არასრულწლოვნების პროსტიტუციაში ჩაბმა ყოველგვარი მათზე ძალადობის განხორციელების გარეშე, ეს ქმედება დღემდე არ იყო რეგულირებული სისხლის სამართლის კოდექსით და პოლიციელი და პროკურორი რეალურად იყვნენ ბერკეტს მოკლებული.

ეს მისცემს სერიოზულ ბერკეტებს პოლიციას, რომ ებრძოლოს პროსტიტუციას ყველა თავისი ფორმით და გამოვლინებით, მათ შორის, ე.წ. სუტინიორობის გზითაც. ეს ცვლილება ჩვენს ბავშვებს დაიცავს ამგვარ საქმიანობაში ჩაბმისგან“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

იტვირთბა....