მომღერალმა დათო ხუჯაძემ ტელეკომპანია “იბერიის” ეთერში განაცხადა, რომ აფხაზეთი საქართველოს არა პუტინმა, არამედ სულ სხვა ვიღაცებმა წაართვეს.
“ჩვენთვის პუტინს არ წაურთმევია აფხაზეთი. იმ კაცს ვთხოვთ, რაღაცა მოგვცეს, ვისაც არ წაურთმევია. წაგვართვეს სრულიად სხვა ვიღაცებმა. ესეც რომ წავა, ვინც მოვა, ისიც არაფერს მოგვცემს. მე ვამბობ იმას, რაც არის”, – განაცხადა ხუჯაძემ.