“ბარსელონას“ თავდამსხმელის ლიონელ მესის უფროსი ძმა მატიასი, არგენტინის ქალაქ ვილა გეზელში პოლიციამ დააკავა. ამის შესახებ Marca წერს.
ფეხბურთელის ძმა მაშინ აიყვანეს, როცა ის ავტოავარიაში მოჰყვა და მეორე ავტომობილის მძღოლს ცეცხლსასროლი იარაღით ემუქრებოდა.
პოლიციამ მატიასის მანქანაში იარაღი ვერ იპოვა, თუმცა მარიხუანა მოიღო.
არგენტინის პოლიციამ მატიას მესი გასულ წელსაც დააპატიმრა. ამის მიზეზი მატიას მესის კუთვნილ იახტაზე აღმოჩენილი სისხლია კვალი და ცეცხლსასროლი იარაღი გახდა.