ახალი ამბები მთავარი სამართალი

რუსთავში მაღაზიის დაყაჩაღების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს

რუსთავში მაღაზიის დაყაჩაღების ფაქტზე 1999 წელს დაბადებული ნ.ც. დააკავეს, – ინფორმაციას ამის შესახებ შსს ავრცელებს.

უწყების ცნობით, გამოძიებამ დაადგინა, რომ რუსთავში, ლეონიძის ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთ სადღეღამისო მაღაზიაში შეიარაღებული პირი შეიჭრა.

„მან იარაღის მუქარით გამყიდველს დაახლოებით 500 ლარი გასტაცა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
სამართალდამცველებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ნ.ც., მომხდარიდან რამდენიმე საათში, თბილისში დააკავეს. პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი ნივთმტკიცებად ამოიღო“,- აღნიშნავენ შსს-ში.

უწყების ცნობით, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის გამოძიება 179-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ყაჩაღობას გულისხმობს.

იტვირთბა....