ერთ-ერთმა ამერიკელმა ექსპერტმა ისაუბრა, რომ შესაძლებელია საქართველოს ნატოში მიღება, ოღონდ ჯერჯერობით, ოკუპირებულ ტერიტორიებზე ნატოს წესდების მეხუთე მუხლი არ გავრცელდება. რუსული ძალები ამას იყენებენ სათავისოდ, თითქოს, ნატო ემუქრება საქართველოს ტერიტორიას, – ასე ეხმაურება პოლიტოლოგი “მეტრონომთან” საუბრისას რუსეთის მომხრეების ბოლოდროინდელ გააქტრიურებას.
“მე მინდა გითხრათ, რომ რუსეთის მომხრეები ყოველთვის ჩანდნენ და რუსეთი მათ გააქტიურებას ყოველთვის ცდილობდა. მოგეხსენებათ, საქართველოსა და დასავლეთს შორის ურთიერთობა სულ უფრო ვითარდება და ამ ფონზე, პრორუსული ძალები სულ უფრო გააქტიურდებიან. გარდა ამისა, პრობლემაა ისიც, თუ რატომ იწვევენ მასმედიის საშუალებები ასეთ ადამიანებს, რადგან ისინი ათსგვარ დემაგოგიას ავრცელებენ.
ახლა ხელსაყრელი მომენტიც გაჩნდა, როდესაც ერთ-ერთმა ამერიკელმა ექსპერტმა ისაუბრა, რომ შესაძლებელია საქართველოს ნატოში მიღება, ოღონდ ჯერჯერობით, ოკუპირებულ ტერიტორიებზე ნატოს წესდების მეხუთე მუხლი არ გავრცელდება. რუსული ძალები ამას იყენებენ სათავისოდ, თითქოს, ნატო ემუქრება საქართველოს ტერიტორიას”, – განაცხადჩიტაძემ.