ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

მურღულია: “დიდი წიგნები დაიყოფა სექციებად და ბავშვისთვის მისი ტარება მსუბუქი იქნება”

განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე თემურ მურღულიამ წიგნების წონასთან დაკავშირებით გამოთქმულ კრიტიკაზე საპასუხოდ განაცხადა, რომ დიდი წიგნები დაიყოფა სექციებად, რაც საშუალებას მოგვცემს, ერთ წაღებაზე ბავშვმა გაცილებით უფრო მსუბუქი წიგნი ატაროს, ვიდრე აქამდე ატარებდა.

თეიმურაზ მურღულია ბოლო დროს, წიგნების შინაარსთან დაკავშირებით გახშირებულ მშობლების პრეტენზიებსაც გამოეხმაურა.

“სწორედ იმიტომ, რომ ჩვენ გვჭირდებოდა გაცილებით უკეთესი წიგნები, შეიცვალა მთლიანად ეროვნული სასწავლო გეგმა, შეიცვალა წიგნების შეფასების კრიტერიუმები. მოლოდინი გვაქვს, რომ ხარისხი იქნება შედარებით უკეთესი. რაც შეეხება წიგნების წონას, ორი მიმართულებაა: ერთი- ეს არის ქაღალდის პარამეტრების შეცვლა, თუმცა, ამ შემთხვევაში, ბევრი ნიუანსია გასათვალისწინებელი და მეორე – დიდი წიგნები დაიყოფა სექციებად, რაც საშუალებას მოგვცემს, ერთ წაღებაზე ბავშვმა გაცილებით უფრო მსუბუქი წიგნი ატაროს, ვიდრე აქამდე ატარებდა”, – განაცხადა თეიმურაზ მურღულიამ.

მინისტრის მოადგილემ აღნიშნული კომენტარი სასკოლო სახელმძღვანელოების გირიფირების საჯარო განხილვის პროცესის დაწყებასთან დაკავშირებით გამართული პრესკონფერენციის შემდეგ გააკეთა.

იტვირთბა....