ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ისლანდიის ისტორიაში ყველაზე მასშტაბური ქურდობა მოხდა

კრიპტოვალუტის მიმართ ინტერესი დღითიდღე იზრდება და კრიმინალებიც უფრო და უფრო ცდილობენ, უკანონოდ ჩაიგდონ ხელში ბიტკოინი, ეთერიუმი, მონერო თუ სხვა ციფრული ვალუტა.

ამჯერად ჰაკერებმა ხელში ჩაიგდეს ისლანდიის “დატა ცენტრების” კუთვნილი 600 კომპიუტერი, რომელთა მეშვეობითაც ბიტკოინსა და სხვა კრიპტოვალუტას გამოიმუშავებდნენ. ოფიციალურმა პირებმა მომხდარი ისლანდიის ისტორიაში ყველაზე მასშტაბურ დანაშაულად შეაფასეს. დანაკარგის საერთო ღირებულება 2 მილიონ აშშ დოლარს აჭარბებს.

არნახული მასშტაბის დანაშაული ორგანიზებული და კარგად გათვლილი იყო, განაცხადა პოლიციის კომისარმა.  სამართალდამცველებმა 10-ზე მეტი ეჭვმიტანილი დააკავეს, თუმცა მოპარულ კომპიუტერებს მაინც ვერსად მიაკვლიეს. საინტერესოა, რომ მოწყობილობები დამნაშავეებმა 2017 წლის დეკემბრიდან 2018 წლის იანვრამდე ნაწილ-ნაწილ, 5 მცდელობის შედეგად მოიპარეს, თუმცა ადმინისტრაციამ ქურდობის ფაქტი მხოლოდ ახლახან აღმოაჩინა.

იტვირთბა....