ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

წიგნი ჩაარტყა თავში და კალამი ჩაარჭო – რესურსცენტრი პედაგოგს ძალადობაში ადანაშაულებს

“რუსთავი 2”-ის ინფორმაციით, იორმუღანლოს საჯარო სკოლის მეოთხე და მეთორმეტე კლასის 21 მოსწავლე გაკვეთილებზე დღეს არ შევიდა.

მოზარდები და მათი მშობლები პედაგოგ თეა გურგენიძის სამსახურიდან შესაძლო გათავისუფლებას აპროტესტებენ.

მათი თქმით, მასწავლებელს რაიონის რესურსცენტრის ხელმძღვანელი უპირისპირდება და მას მოზარდის ცემასა და წამებას აბრალებს.

რესურს ცენტრში კი ამბობენ, რომ ბავშვის ცემის ფაქტი ვიდეოკამერებმა დააფიქსირა.

“ასეთი დონის პედაგოგს რომ გაუშვებ, ჩათვალეთ, რომ ქართული სექტორი გაუქმებულია. თუ თეა გურგენიძეს არ შეუშვებენ სკოლაში, ჩვენ დავიქირავებთ ოთახს და იქ გავაგრძელებთ სწავლას”, – აცხადებს აქციაზე მყოფი მშობელი.

ქალაქ საგარეჯოს რესურს-ცენტრის ხელმძღვანელი მანანა ცუცქირიძე კი აცხადებს, რომ ძალადობის ფაქტი კამერებმა გადაიღეს.

“თეა გურგენიძემ რამდენჯერმე ჩაარტყა მოსწავლეს წიგნი და ხელში კალამი ჩაარჭო, ეს ვიდეოკამერებმა დააფიქსირა”, – აცხადებს ცუცქირიძე.

პედაგოგ თეა გურგენიძს განცხადებით, მას კონკრეტული პიროვნებები ემტერებიან და მათ შორის არის მანანა ცუცქირიძეც.

განათლების სამინისტროში კი აცხადებენ, რომ ძალადობის ფაქტის დადასტურების შემთხვევაში მყისიერი რეაგირება იქნება.

იტვირთბა....