ბორჯომის ტყეში ბანგლადეშის 2 მოქალაქე გარდაცვლილი იპოვეს.
“იმედის დილის” მიერ მოპოვებული ინფორმაციით თანახმად, საზღვრის გადაკვეთას ბანგლადეშის 6 მოქალაქე ცდილობდა. ერთ-ერთი მათგანი ქართველმა მესაზღვრემ იპოვა და სიკვდილს გადაარჩინა. მათგან 2 ასპინძის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, ნიალას ველზე თოვლში გაიყინა და გარდაიცვალა.
ბანგლადეშის მოქალაქის თქმით, თურქეთში არალეგალურად გადასასვლის მიზნით, საქართველოში მცხოვრებ თანამემამულეს, სახელად კაჯარს დაუკავშირდა და 2500 დოლარი გადაუხადა.
შემთხვევა დაახლოებით ორი კვირის წინ მოხდა.