“პირდაპირ ვთქვათ – ეს ქალი საქართველოს მტერია და ამის ეთერში გამომყვანს მო…ან დედა”, – ასე ეხმაურება “რუსთვი 2”-ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია A STUDIO-ს სოლისტის ქეთა თოფურიას მიერ “ინსტაგრამზე” განთავსებულ პოსტს, სადაც ის რუს მოსახლეობას არჩევნებში წასვლისკენ მოუწოდებს.
ქართველი მომღერალი ქეთა თოფურია რუსეთის მოსახლეობას საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობისკენ მოუწოდებს. აღნიშნულ ინფორმაციას ჯგუფ A STUDIO-ს სოლისტი საკუთარ “ინსტაგრამის” გვერდზე წერს.
თოფურია მოსახლეობას ასწავლის როგორ მისცეს ხმა დისტანციურად იმ შემთხვევაში, თუ ისინი არჩევნებზე წასვლას ვერ ახერხებენ.
რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნები 2018 წლის 18 მარტს ჩატარდება. რუსული კანონმდებლობა ვლადიმერ პუტინს კიდევ ერთი ვადით პრეზიდენტობის უფლებას აძლევს.