დღეს რომ რუსეთში სხვა აირჩიონ, რუსეთში ცხოვრება შეუძლებელი იქნება. აქ ისეთი ამბავი ატყდება, თქვენ რომ არ დაგესიზმრებათ. 2008 იქნება სიზმარი, – ასე ეხმაურება A STUDIO-ს სოლისტი ქეთა თოფურია მის მიმართ გამოთქმულ კრიტიკას, რომელიც მის “ინსტაგრამის” პოსტს მოყვა.
“ხალხო, იმენა ბრმა კლოუნები ხართ. დედა საქართველოს პუტინმა კი არა, სააკაშვილმა მო…ნა. მე მაინც არ ვიცნობდე პირადად გიჟს. დეტალები რომ არ იცით, გაჩუმდით მაინც. სულ ვცდილობ, რომ პოლიტიკისგან შორს ვიყო, მაგრამ ამჯერად ძალიან გავბრაზდი, რომ ჩემს მოწოდებას არჩევნებზე წასვლისკენ ასეთი რეაქცია მოყვა. იქნება და წადით და პუტინისგან დაიხსენით თავი-თქო ეს ვიგულისხმე? იმასაც ვერ ხვდებით, რომ თუ არ წავლენ უფრო ადვილად მოხდება არჩევნების გაყალბება.
და კი არ მეშინია მე ჩემი პოზიციის, ახლავე გაგაგებინებთ. დღეს რომ რუსეთში სხვა აირჩიონ, რუსეთში ცხოვრება შეუძლებელი იქნება. აქ ისეთი ამბავი ატყდება, თქვენ რომ არ დაგესიზმრებათ. 2008 იქნება სიზმარი, ამიტომ სანამ რამეს დაწერთ, გაერკვიეთ მაინც, ბლ…დ”, – წერს თოფურია “ინსტაგრამზე”.
შეგახსენებთ, რომ ქართველი მომღერალი ქეთა თოფურია რუსეთის მოსახლეობას საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობისკენ მოუწოდებს. აღნიშნულ ინფორმაციას ჯგუფ A STUDIO-ს სოლისტი საკუთარ “ინსტაგრამის” გვერდზე წერს.
თოფურია მოსახლეობას ასწავლის როგორ მისცეს ხმა დისტანციურად იმ შემთხვევაში, თუ ისინი არჩევნებზე წასვლას ვერ ახერხებენ.
რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნები 2018 წლის 18 მარტს ჩატარდება. რუსული კანონმდებლობა ვლადიმერ პუტინს კიდევ ერთი ვადით პრეზიდენტობის უფლებას აძლევს.