თელავში ვაჟა-ფშაველას სახელობის დრამატულ თეატრთან აქცია სახელწოდებით “მშვიდობა ომზე მეტია” გაიმართა.
აქციაში საზოგადოეასთან ერთად მსახიობებიც ჩაერთვნენ. მათ სანთლით ხელში, ოკუპირებულ ცხინვალში, საეჭვო ვითარებაში გარდაცვლილი არჩილ ტატუნაშვილის ცხედრის გადმოსვენება მოითხოვეს და კიდევ ერთხელ გააპროტესტეს რუსული ოკუპაცია.
შეგახსენებთ, რომ ტატუნაშვილი 22 თებერვალს დილით ახალგორიდან გაიტაცეს, 23 თებერვალს, გამთენიისას კი, დეფაქტო ცხინვალის ინფორმაციით, ის სუნთქვის უკმარისობით გარდაიცვალა.