ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“მშვიდობა ომზე მეტია”- აქციისთვის მზადება ამ წუთებში მიმდინარეობს

რამდენიმე წუთში თავისუფლების მოედანზე აქცია სახელწოდებით “მშვიდობა ომზე მეტია” გაიმართება. აქციის მონაწილეები მოედანზე უკვე იკრიბებიან. ორგანიზატორების თქმით აქციის მთავარი მიზეზი არის არჩილ ტატუნაშვილის ოკუპირებულ ცხინვალის ტერიტორიაზე საეჭვო ვითარებაში გარდაცვალება. ასევე ისინი აცხადებენ, რომ რუსეთის ოკუპაციას არ შეეგუებიან.

ორგანიზატორები სოლიდარობას უცხადებენ ოკუპირებულ ცხინვალში დაღუპული არჩილ ტატუნაშვილის ოჯახს.

დღეს, ოკუპაციის წინააღმდეგ პროტესტის გამოხატვის მიზნით 50-მდე ბარი, რესტორანი და მაღაზია ორი საათით დაიხურება.

ცნობისთვის, ტატუნაშვილი 22 თებერვალს დილით ახალგორიდან გაიტაცეს, 23 თებერვალს, გამთენიისას კი, დეფაქტო ცხინვალის ინფორმაციით, ის სუნთქვის უკმარისობით გარდაიცვალა.

 

წყარო: “1tv”

იტვირთბა....