aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი სამართალი

ზუგდიდში ორსართულიანი შენობიდან 16 წლის მოზარდი გადმოვარდა

aviabiletebi
ავიაბილეთები

ზუგდიდში, სოფელ ცაშში, ორსართულიანი შენობიდან 16 წლის მოზარდი გადმოვარდა. იგი სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურმა ზუგდიდის საავადმყოფოში გადაიყვანა.

გავრცელებული ინფორმაციით მოზარდი დღეს დასუფთავების აქციაში იღებდა მონაწილეობას. საავადმყოფოში აცხადებენ, რომ მოზარდს ამ ეტაპზე გამოკვლევები უტარდება.

შსს-ს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 115-ე მუხლით დაიწყო, ადგილზე მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.

წყარო: “1tv”

იტვირთბა....