ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

წითელი ჯვარი მზადაა ტატუნაშვილის ცხედრის გადმოსვენებაში მიიღოს მონაწილეობა

წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის დელეგაციის ხელმძღვანელის მრჩევლის დიანა ჯაფარიძის განცხადებით, საერთაშორისო ორგანიზაცია წითელი ჯვარი მზადაა არჩილ ტატუნაშვილის ცხედრის გადმოსბვენების პროცესში ჩაერთოს.

„წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტი, რომელიც, ნეიტრალური, მიუკერძოებელი და დამოუკდიებელი ორგანიზაცია, თვალ-ყურს ადევნებს ამ საკითხს. ჩვენ ასევე გვაქვს დიალოგი შესაბამის უწყებებთან და ჩვენი ნეიტრალური სტატუსიდან გამომდინარე, მზაობას გამოვთქვამთ, მონაწილეობა მივიღოთ ბატონი ტატუნაშვილის ცხედრის გადმოსვენებაში“, – განაცხადა დიანა ჯაფარიძემ.

ცნობისთვის, დღეს საპატრიარქომ გაავრცელა განცხადება სადაც ნათქვამია, რომ ტატუნაშვილის ცხედრის გადმოსვენების საკითხში ჩაერთო მისი უწმინდესობა კირილე. ასევე განცხადებაში აღნიშნულია, რომ არჩილ ტატუნაშვილის ცხედარს საერთაშორისო ორგანიზაცია წითელი ჯვარი ჩამოასვენებს.

წყარო: “ინტერპრესნიუსი”

იტვირთბა....