ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

გია მაისაშვილის ცხედარს ხვალ ჩამოასვენებენ

ქართველი პოლიტიკოსის და ეკონომისტის გია მაისაშვილის ცხედარს აშშ-დან ხვალ ჩამოასვენებენ.

გარდაცვლილის ძმის ანზორ მაისაშვილის ინფორმაციით, ცხედარი საქართველოში 5 მარტს გამთენიისას 04:30 საათზე ჩამოასვენებენ.

მაისაშვილს 6 მარტს, კოსტა ხეთაგურის 7 ნომერში მდებარე წმინდა ნიკოლოზის ეკლესიის ეზოში დაკრძალავენ.

56 წლის ქართველი პოლიტიკოსი ბოლო წლები ავთვისებიან სიმსივნეს ებრძოდა. ლიდერთა სკოლის დამფუძნებელი ამერიკაში მკურნალობდა.

წყარო: “1tv”

იტვირთბა....