ისნის გამგებლის კახა ლაბუჩიძის ინფორმაციით, ნადარეიშვილის ქუჩაზე ხანძრის შედეგად დაიწვა „ჯორჯიან პროდაქსის“ საწყობი, სადაც დაზგებთან ერთად საღებავებიც ინახებოდა. ასევე მისი თქმით ხანძრის გამომწვევი მიზეზი ჯერჯერობით ცნობილი არ არის, ასევე უცნობია ზარალის ზუსტი რაოდენობა.
„ამ კომპანიას ჰქონდა რამდენიმე საწყობი. იქ სადაც ძვირადღირებული დანადგარები იყო, გაჩნდა ცეცხლი. ცეცხლი ლიკვიდირებულია, საბედნიეროდ გავრცელების შანსი არაა. საცხოვრებელი სახლი ახლოს არაა.
არც სხვა საწყობებზე გადასულა ცეცხლი. ზარალის ზუსტი ოდენობა და ხანძრის გამომწვევი მიზეზები უცნობია“,- განაცხადა გამგებელმა.
ცნობისთვის, ცოტა ხნის წინ სამგორის რაიონში, ნადარეიშვილის ქუჩაზე ცეხლი ერთსართულიანი საწყობის შენობას გაუჩნდა. როგორც ცნობილია კომპანია შინაური ცხოველების ავეჯს აწარმოებდა.