ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

„ქართული ოცნების“ საპრეზიდენტო კანდიდატი შესაძლოა, თეა წულუკიანი გახდეს

თეა წულუკიანი შესაძლოა “ქართული ოცნების” საპრეზიდენტო კანდიდატი გახდეს. როგორც ცნობილი ხდება წულუკიანის საპრეზიდენტო კანდიდატად დაყენებას ბიძინა ივანიშვილი მხარს უჭერს. ინფორმაციას “რუსთავი ორი” ავრცელებს.

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი არჩილ თალაკვაძე აღნიშნავს, რომ ქალ კანდიდატებს თანაბარი შანსი აქვთ, ხოლო ის ვისაც “ქართული ოცნება” წარადგენს იქნება საუკეთესო.

„ქალ კანდიდატებს აქვთ თანაბარი ალბათობა და შესაძლებლობა, რომ მონაწილეობა მიიღონ ამ არჩევნებში. პირველ რიგში, საზოგადოებასაც და ჩვენი პარტიის წევრებსაც აინტერესებთ ის ლიდერები, რომელთაც აქვთ საზოგადოების მაღალი ნდობა და რეიტინგი. ამასთან დაკავშირებით საზოგადოებაში დისკუსია დაწყებულია. კანდიდატურა, რომელსაც „ქართული ოცნება“ დაასახელებს და მხარს დაუჭერს, იქნება საუკეთესო, მათ შორის, ვინც მონაწილეობას მიიღებს საპრეზიდენტო არჩევნებში. კანდიდატებთან დაკავშირებით პოლიტსაბჭოს ფორმატში  ჯერ მსჯელობა არ ყოფილა, მე პირადად, ამ განხილვებში მონაწილეობა არ მიმიღია. რაც შეეხება კანდიდატურებს, ვფიქრობ, რომ ქალ კანდიდატებსაც აქვთ თანაბარი შანსები, რომ არჩევნებში მონაწილეობა მიიღონ“,- განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

საპარლამენტო უმრავლესობაში ამბობენ, რომ თუ საპრეზიდენტო კანდიდატად წულუკიანს წარადგენენ მას მხარს დაუჭერენ.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე კვირის წინ, საპრეზიდენტო კანდიდატად კვირიკაშვილი და სერგეენკო დასახელდა თუმცა  ორივემ ეს ფაქტი უარყო და განაცხადეს, რომ საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის მიღებას არ აპირებენ.

იტვირთბა....