ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

კალაძე: ჟვანიას ქუჩაზე მშენებლობის პროექტი გამართულია, არანაირი პრობლემა არ არის

თბილისის მერმა კახი კალაძემ ჟვანიას ქუჩაზე მცხოვრებ მოსახლეობას, რომლებიც კუს ტბის დამაკავშირებელი ქედის ნგრევას აპროტესტებდნენ უპასუხა, რომ მშენებლობის პროექტი გამართულია და ამასთან დაკავშირებით არანაირი პრობლემა არ არსებობს.

„საუბარი იყო და მანიპულირებდნენ, თითქოს, არ იყო გეოლოგიური დასკვნა. რა თქმა უნდა, როდესაც ჩვენ მოვიკითხეთ, არსებობს გეოლოგიური დასკვნა, ანუ პროექტი არის გამართული. არანაირი პრობლემა არ არის ამ პროექტთან დაკავშირებით“, – განაცხადა კალაძემ.

ცნობისთვის, მოსახლეობამ გარემოსდაცვითი ორგანიზაცია „სენის“ კვლევა წარმოადგინა სადაც ნათქვამია, რომ ტერიტორია მდინარე ვარაზისხევის კალაპოტს წარმოადგენს, სადაც ნაშალი იყრება და ძლიერი წვიმისა და ღვარცოფის დროს მოსალოდნელია ჯებირების გარღვევა და საცხოვრებელი სახლების ნგრევა-დაზიანება.

იტვირთბა....