ახალი ამბები მთავარი სამართალი

მცხეთაში სვეტიცხოვლის ტაძრის მიმდებარე ტერიტორიაზე კაცი დაჭრეს

მცხეთაში, სვეტიცხოველთან მამაკაცი დაჭრეს.  როგორც ცნობილია მას ჭრილობა ცივი იარაღით აქვს მიყენებული. დაჭრილი საავადმყოფოშია გადაყვანილი. ჯერჯერობით უცნობია დანაშაულის მოტივი. ბრალდებული პოლიციამ ცხელ კვალზე დააკავა

მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით დაიწყო, რაც  სხეულის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

იტვირთბა....