უკრაინის სახალხო დეპუტატი ანტონ გერაშენკო Twitter-ზე წერს, რომ უკრაინის პარლამენტთან გაშლილ ერთ-ერთ კარავში სამართალდამცველებმა “სააკაშვილის ტახტი” იპოვეს.
“უმაღლეს რადასთან ერთ-ერთ კარავში აღმოაჩინეს “მიხეილ სააკაშვილის ტახტი”, რომელიც სერიალ “სამეფო კარის თამაშების” მსგავსად არის დამზადებული. როგორც არ უნდა ერთობოდეს ბავშვი”, – დაწერა გერაშენკომ.
შეგახსენებთ, რომ დღეს პარლამენტთან მომიტინგეებსა და სამართალდამცველებს შორის შეტაკებებისას 100-ზე მეტი აქტივისტი დააკავეს.
პოლიცია „კარვების ქალაქში“ საგამოძიებო ქმედებებისა და ჩხრეკის ჩასატარებლად მივიდა, თუმცა აქციის მონაწილეებმა მათ წინააღმდეგობა გაუწიეს.
ჩხრეკის შედეგად ამოღებულია РГД-5-ის ტიპის 9 ხელყუმბარა, 5 საკვამლე ყუმბარა და „მოლოტოვის კოქტეილები“