ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

მიმინოშვილი: „ალბათ, მივიღებთ გადაწყვეტილებას, რომ ფოთში დარჩება საგამოცდო ცენტრი”

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორი მაია მიმინოშვილი ფოთში აბიტურიენტებს შეხვდა.

მიმინოშვილის თქმით, სავარაუდოდ ფოთში საგამოცდო ცენტრი დარჩება.

„ალბათ, მივიღებთ გადაწყვეტილებას, რომ ფოთში დარჩება საგამოცდო ცენტრი. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ აბიტურიენტების ინტერესები დაცული იყოს“, – განაცხადა მიმინოშვილმა.

შეხვედრას ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, მოსწავლეები, პედაგოგები და მშობლები ესწრებოდნენ.

შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ ეროვნული გამოცდები ფოთში, ხულოსა და ოზურგეთში აღარ ჩატარდებოდა რასაც საპროტესტო აქცია მოჰყვა.

იტვირთბა....