ზვიად რატიანის საქმეზე, შსს-ს 2000 ლარიანი ჯარიმა დაეკისრა. ამასთან დაკავშირებით პოეტმა პაატა შამუგიამ, რომელიც რატიანის მეგობარია,”მეტრონომთან” კომენტარი გააკეთა და აღნიშნა, რომ აღნიშნული ჯარიმა უწყებისთვის ცოტაა.
შამუგია ამბობს, რომ ამ საქმეში მთავარია კონკრეტული პირები, რომლებსაც ბრალი მიუძღვით, პასუხისგებაში მიეცენ:
„2000 ლარი ცოტაა. მთავარია კონკრეტული ადამინები პასუხისგებაში მიეცენ, რომლებიც უშუალოდ მონაწილეობდნენ ძალადობაში და არა ვიღაც უწყებას დაეკისროს ჯარიმები“ – განაცხადა პაატა შამუგიამ “მეტრონომთან”.
შეგახსენებთ, რომ ზვიად რატიანის საქმესთან დაკავშირებით, პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორმა შინაგან საქმეთა სამინისტრო სამართალდამრღვევად ცნო და მას 2000-ლარიანი ჯარიმა დაეკისრა.