ნეტა პუტინს მართლა ჯერა რომ ამერიკა აპირებს რუსეთს დაესხას თავს? ნუ, ყოველ შემთხვევაში მის ამომრჩეველს სჯერა და ეს ცირკიც მისთვის დაიდგა, – ასე ეხმაურება სოციალურ ქსელში ექსპერტი საერთაშორისო საკითხებში თორნიკე შარაშენიძე ვლადიმერ პუტინის მიერ ახალ რაკეტებზე გაკეთებულ განცხადებას.
“გუშინ პუტინმა თავის გამოსვლაში წარმოადგინა უახლესი რუსული რაკეტები, თვითმფრინავები, წყალქვეშა ნავები… როგორც აგვიხსნა, ასეთი შეიარაღება მხოლოდ რუსეთს აქვს… ამ რაკეტებს ამერიკული ანტისარაკეტო სისტემაც კი ვერ ჩამოაგდებს…
ისეთი კლიპები გაუშვა, თავიდან მეც შემეშინდა.
მერე დავფიქრდი: თუ რუსებს ასეთი ტექნოლოგიები აქვთ, რატომაა რომ ბანალური მობილური ტელეფონიც ვერ გამოუშვიათ?
მერე კიდევ, სადაა ეს რაკეტები? მათი ერთი გამოცდაც კი არ შემდგარა. თუ მხოლოდ კლიპის დონეზე არსებობს?
და კიდევ – ნეტა პუტინს მართლა ჯერა რომ ამერიკა აპირებს რუსეთს დაესხას თავს?
ნუ, ყოველ შემთხვევაში მის ამომრჩეველს სჯერა და ეს ცირკიც მისთვის დაიდგა.
ხანგრძლივი, მქუხარე ტაში!!”, – წერს შარაშენიძე.
შეგახსენებთ, რომ ვლადიმერ პუტინმა ახალი ბალისტიკური რაკეტის პრეზენტაცია გამართა.
პუტინის განცხადებით, რაკეტის მოქმედების არეალი შეუზღუდავია და მსგავსი არავის აქვს. მისი თქმით, ახალი რაკეტები ნატოს გაფართოებას აზრს უკარგავს და ეს ყველაფერი ამერიკის მიერ შექმნილი იარაღის საპასუხო ქმედებაა.