aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

„მაგთიკომი“ გაუხარჯავი ერთეულების გაუქმებაზე განცხადებას ავრცელებს

aviabiletebi
ავიაბილეთები

კომპანია „მაგთიკომი“ კონსოლიდირებულ ტენდერთან და სახელმწიფო უწყებებში დასაქმებული აბონენტებისთვის გაუხარჯავი ერთეულების გაუქმებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

მათი განმარტებით, „მაგთიკომი“ ხელმძღვანელობს შესყიდვების სააგენტოს მიერ ჩატარებული ფიჭური სატელეფონო მომსახურების 2017-2018 წლის კონსოლიდირებული ტენდერის პირობებითა და ხელშეკრულებით, რომელიც შემუშავებულია თავად შესყიდვების სააგენტოს მიერ და ქვეყნდება სააგენტოს ვებგვერდზე. კომპანიაში აცხადებენ, რომ ხელშეკრულების პირობების გაცნობაზე და ინფორმირებაზე “მაგთიკომი” პასუხისმგებელი ვერ იქნება.

„მაგთიკომი“ კონსოლიდირებული ტენდერის ფარგლებში ხელშეკრულებებს აფორმებს სახელმწიფო ორგანიზაციებთან და არა ინდივიდუალურად, ორგანიზაციაში დასაქმებულ თანამშრომლებთან. შესაბამისად, ხელშეკრულების პირობების გაცნობაზე/ინფორმირებაზე „მაგთიკომი“ პასუხისმგებელი ვერ იქნება. სახელმწიფო ორგანიზაციებში დასაქმებულებს ნებისმიერ დროს აქვთ შესაძლებლობა, ხელშეკრულების პირობების გაცნობა მოსთხოვონ დამსაქმებელს ან თავად გაეცნონ საჯაროდ ატვირთულ დოკუმენტს“, – ნათქვამია განცხადებაში.

იტვირთბა....