პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თვმჯდომარის აკაკი ზოიძისა და მისი მოადგილის დიმიტრი ხუნდაძის მიერ მომზადებული კანონპროექტის მიხედვით, მრავალშვილიანი ოჯახის სტატუსი ოთხ და მეტშვილიან ოჯახებს მიენიჭებათ და ისინი მიიღებენ სოციალურ დახმარებას.
ხუნდაძს განცხადებით, სტატუსის განსაზღვრა და მრავალშვილიანი ოჯახების მხარდაჭერა მოხდეს. მისი განმარტებით, სახელმწიფო ბიუჯეტით დაფინანსებული იქნება მრავალშვილიანი ოჯახის ელექტროენერგიის სუბსიდია.
მრავალშვილიანი ოჯახი, რომელსაც ოთხი ბავშვი ჰყავს, ყოველთვიურად 20 ლარს მიიღებს, ხოლო ხუთ ან მეტშვილიანი ოჯახი მე-5 და მომდევნო ბავშვზე – დამატებით 10-10 ლარს. კანონპროექტის მრავალშვილიანი მშობლის სტატუსის მინიჭების და სოციალური დახმარების გაცემის წესს განსაზღვრავს საქართველოს მთავრობა 2018 წლის 1-ელ ივნისამდე. მსგავსი კანონპროექტი ევროპის უმეტეს და პოსტსაბჭოთა სივრცის ყველა ქვეყანაში მოქმედებს. საკითხზე მუშაობა დიდი ხანი მიმდინარეობდა, თუმცა, პროცესებს ქვეყნის მცირე ბიუჯეტი აფერხებდა. სტატუსი 2006 წელს გაუქმდა და ის 7 და მეტშვილიან ოჯახებს ენიჭებოდა. ახალი კანონმდებლობით კი, მრავალშვილიანის სტატუსი 4 და მეტშვილიან ოჯახებს ექნებათ”, – განაცხადა ხუნდაძემ.