“თერგის” ბაზრობის მოვაჭრეები ამ დრომდე ელოდებიან დამწვარი სავაჭრო ცენტრის ტერიტორიაზე შესვლას. როგორც ბაზრობის ადმინისტრაცია აცხადებს, მათ სპეციალური სიის მიხედვით შეუშვებენ. დირექტორის ალექსანდრე იაშვილის თქმით, დღის განმავლობაში ობიექტზე შესვლას ყველა მოვაჭრე შეძლებს.
“გუშინ, მთელი დღის განმავლობაში მუშაობდნენ ექსპერტ-კრიმინალისტები, რომლებმაც დაათვალიერეს შენობა-ნაგებობა, დღეს მოგვცეს საშუალება, რომ იმ მოვაჭრეებმა, რომელთა პროდუქციაც გადარჩა, მივცემთ საშუალებას, რომ ეს პროდუქცია გამოიტანონ. ჩვენ ორგანიზებულად ვაპირებთ მათ შეშვებას, არიან ჩვენი დაცვის თანამშრომლები, მოვლენ გამომძიებლებიც და რიგ-რიგობით დღის განმავლობაში ვეცდებით ყველა მოვაჭრე შევუშვათ. პირველ რიგში ის მალფუჭებადი პროდუქცია, რომელიც გადარჩა მოვაჭრეებმა უნდა გამოიტანონ”, – თქვა ალექსანდრე იაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ „თერგის“ ბაზრობაზე ხანძარი 27 თებერვალს გაჩნდა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. მცირე დაზიანებები მიიღო რამდენიმე ადამიანმა, მათ პირველადი დახმარება ადგილზე გაეწიათ.