ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

ბარათაშვილის ქუჩაზე დაშავებული 5-ვე მოზარდს საავადმყოფოებიდან, სავარაუდოდ, დღეს გაწერენ

ბარათშვილის ქუჩაზე დაშავებული მოზარდების მკურნალი ექიმების განცხადებით, სავარაუდოდ, კლინიკიდან ისინი დღეს გაეწერებიან.

როგორც “ამტელ ჰოსპიტალის” მოზარდების მკურნალმა ექიმმა ლაშა მაჭარაშვილმა განაცხადა, მოზარდებს განმეორებითი ანალიზები ჩაუტარდებათ და შესაძლოა, რომ ხვალამდე დატოვონ კლინიკაში. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.

ინგოროყვას კლინიკაში კი ამბობენ, რომ ორივე მოზარდს დღეს გაწერენ.

შეგახსენებთ, რომ ბარათაშვილის ქუჩზე გუშინ შუშს ჩამოვარდნის შედეგად 6 მოზარდი დაშავდა. აქედან ერთ-ერთი მათგანი გარდაიცვალა.

იტვირთბა....