ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

გარემოვაჭრეებმა ქუთაისში ცენტრალური გზა გადაკეტეს

ქუთაისში გარემოვაჭრეებმა ცენტრალური გზა გადაკეტეს. მათ პროტესტის ამ ფორმას მას შემდეგ მიმართეს, რაც ქალაქის მერთან, გიორგი ჭიღვარიასთან შეხვედრა უშედეგოდ დასრულდა. მოვაჭრეები მერიის მიერ გარევაჭრობის აკრძალვას აპროტესტებენ.

შეხვედრაზე მერმა მოვაჭრეებს ახალი ფართი შესთავაზა, სადაც ისინი სამი თვის განმავლობაში ქირას არ გადაიხდიან. ადგილები კი ლოტოტრონის პრინციპით გადანაწილდება. მოვაჭრეთა ნაწილი აღნიშნულ წინადადებას დათანხმდა. ხოლო შეთავაზებით უკმაყოფილო გარემოვაჭრეებმა გზა გადაკეტეს.

შეგახსენებთ, დღეიდან ქუთაისში გარევაჭრობა აიკრძალა. ამის გამო გვიან ღამე ცენტრალური ბაზრისა და ჯაჭვის ხიდის მიმდებარე ტერიტორია სპეციალურმა სერვისებმა დაასუფთავეს. ტერიტორიიდან აიღეს გარემოვაჭრეთა დახლები და სხვადსხვა სახის მოწყობილობები.

იტვირთბა....