„თამბაქოს კონტროლის ალიანსის“ თავმჯდომარის გიორგი ბახტურიძის განცხადებით, აკრძალულ ადგილას თამბაქოს მოწევისას ნებისმიერ ადმინისტრატორს შეეძლება, რომ ჯარიმა გამოწეროს.
როგორც “1ტვ”-ს ეთერში ბახტურიძემ განაცხადა, მთავარი ადმინისტრატორი შინაგან საქმეთა სამინისტროა, ჯანდაცვის სექტორში ჯანდაცვის სამინისტრო და ტრანსპორტთან მიმართებაში – ტრანსპორტის შესაბამისი ადამინისტრაციები. ძირითადი აღმასრულებლები ესენია.
ჯარიმა ფიზიკურ პირზე 50 ლარია, ხოლო იურიდიულ პირზე 500 ლარია.
აქვე შეგახსენებთ, რომ ცნობილია იმ ადგილების ვინაობა, სადაც 1 მაისიდან მოწევა აიკრძალება.