“პარიზ სენ ჟერმენის” ბრაზილიელ თავდასხმელს ნეიმარს ოპერაციას გაუკეთებენ.
როგორც ფრანგული კლუბის ოფიციალურ ვებ-გვერდზეა ნათქვამი ბრაზილიელს ოპერაციას სამშობლოში გაუკეთებენ.
შესაბამისად, ნეიმარი “რეალთან” უეფას “ჩემპიონთა ლიგის” მერვედფინალის განმეორებით შეხვედრას გამოტოვებს.