ახალი ამბები მედია მთავარი სამართალი

სააპელაციო სასამართლოში საზმაუდან ჟურნალისტ ეკა მიშველაძის გათავისუფლებაზე სხდომა გაიმართება

დღეს, სააპელაციო სასამართლოში “საზოგადოებრივი მაუწყებლიდან” ჟურნალისტ ეკა მიშველაძის გათავისუფლების საქმეზე პირველი სხდომა გაიმართება. საზმაუმ პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება გაასაჩივრა, რომელმაც მიშველაძის სარჩელი ნაწილობრივ დააკმაყოფილა.

საქალაქო სასამართლომ უკანონოდ სცნო ჟურნალისტის სამსახურიდან გათავისუფლება და მისთვის კომპენსაციის გადახდა საზოგადოებრივ მაუწყებელს დააკისრა.

,,ჩვენც მივმართეთ სააპელაციო სასამართლოს იმ ნაწილში, რომ დაედგინა დისკრიმინაცია. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეკა მიშველაძის გათავისუფლება არამხოლოდ უკანონო იყო ეს იყო დისკრიმინაციული ხასიათის,“- აცხადებს ეკა მიშველაძის ადვოკატი ნონა ქურდოვანიძე.

შეგახსენებთ, თბილისის საქალაქო სასამართლომ ნაწილობრივ დააკმაყოფილა ეკა მიშველაძის სარჩელი და “საზოგადოებრივ მაუწყებლიდან” ჟურნალისტის გათავისუფლების ბრძანება ბათილად სცნო. სასამართლოს გადაწყვეტილებით, საზოგადოებრივ მაუწყებელს მიშველაძისთვის 30 000 ლარის გადახდა დაეკისრა.

იტვირთბა....