“მუსტაფა ემრე ჩაბუქი 26 თებერვლიდან დაცვის სპეციალურ პროგრამაში არის ჩაბმული”, – ამის შესახებ “მეტრონომს” ჩაბუქის ადვოკატმა სოსო ბარათშვილმა განუცხადა.
დემირელის კოლეჯის დამფუძნებელმა სახელმწიფო დაცვის სპეციალურ პროგრამაში ჩართვით 23 თებერვალს მიმართა.
შეგახსენებთ, რომ თბილისში, დემირელის სახელობის კერძო კოლეჯის ხარისხის მართვის მენეჯერი მუსტაფა ემრე ჩაბუქი 24 მაისს დააკავეს. ამის მიზეზი თურქული მხარის მოთხოვნა გახდა, რომელიც ამტკიცებს, რომ ჩაბუქი ფეთჰულა გიულენის ტერორისტული ორგანიზაციის საქმიანობას უწყობდა ხელს.